მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საკი: “იუვენტუსთან” მატჩში “ბარსელონას” ფეხბურთელებმა არ იცოდნენ რა ექნათ მოედანზე”

საკი: “იუვენტუსთან” მატჩში “ბარსელონას” ფეხბურთელებმა არ იცოდნენ რა ექნათ მოედანზე”

ყოფილმა იტალიელმა სპეციალისტმა, არიგო საკიმ “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” მატჩზე კომენტარი გააკეთა, სადაც იტალიელებმა საკუთარ მოედანზე 3:0 გაიმარჯვეს.

“მე შედეგით არ ვარ გაკვირვებული, პირიქით. პირველივე წუთებიდან მივხვდი, რომ “ბარსელონა” არ იყო ჩვეულებრივი “ბარსელონა” ან მინიმუმ ისეთი, როგორსაც შევეჩვიეთ. მათ არ იცოდნენ რა ექნათ მოედანზე, არ მოძრაობდნენ, უბრალოდ იდგნენ გაუნძრევლად და ელოდნენ ბურთს. როგორ შეიძლება ასე თამაში?

არ ვფიქრობ, რომ “იუვენტუსი” პსჟ-ს გზას დაადგება, ისინი ძლიერები არიან, ძალიან ძლიერები. მეორე მატჩში მნიშნელოვანია ისეთივე თამაში, როგორიც პირველში, შეტევა, მეტოქეზე პრესინგი, აგრესიულობა.” – განაცხადა საკიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში