“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი BT SPORT-ის ექსპერტმა, რიო ფერდინანდმა “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება შეაჯამა (0:3).
“პსჟ და “იუვენტუსი” გამოცდილებით განსხვავდებიან. ტურინულ კლუბს კარგი გუნდი ჰყავს, რომელმაც “ბარსელონა” გაანადგურა. მათ შესანიშნავად ითამაშეს. “ბებერმა ქალბატონმა” სათამაშო გეგმა იდეალურად შეასრულა.
ამ მომენტამდე მათ მხოლოდ 2 გოლი ჰქონდათ გაშვებული და საუკეთესო შემტევი გუნდის წინააღმდეგ თავი შესანიშნავად წარმოაჩნეს. “იუვენტუსმა” შექმნილი მომენტები იდეალურად გამოიყენა.
ვფიქრობ, თუ ფეხბურთელთა ქმედებებში არ იგრძნობა ინტენსიურობა, მაშინ აზრი არ აქვს ვინ მოირგებს “ბარსელონას” მაისურს. მათ არაფერი გაუკეთებიათ. “ბლაუგრანას” 5-6 ფეხბურთელი გუნდის მაისურსაც კი არ იმსახურებს.”-ამბობს ფერდინანდი.


