”ბარსელონას” წაუგებელი მატჩების სერია გრძელდება.
– ბოლო 27 თამაშის განმავლობაში ”ბლაუგრანამ” 22-ში იმარჯვა, ხოლო 5 მატჩი ფრედ დაასრულა. Infostrada-ს ინფორმაციით ასეთი შედეგი ”ბარსას” 1973-74 წლებში ჰქონდა.
– როგორც იცით, ლიონელ მესიმ გუშინ, ”ბეტისის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასულა. ”ბარსელონას” რიგებში ეს მესის მეცხე ჰეთ-თრიკია. სამი ბურთის შეგდება მეტოქის კარში მან ხუთჯერ ჩემპიონატში, ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში, ორჯერ ესპანეთის თასში და ერთხელ სუპერ თასში მოახერხა.
– მას შემდეგ, რაც გვარდიოლა კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა, ”ბარსელონამ” 152 ოფიციალური თამაში ჩაატარა. აქედან მათ 22 მატჩში ხუთჯერ (ან უფრო მეტჯერ) მოახერხეს მეტოქის კარის აღება.
– 2010-11 წლების სეზონში ლიონელ მესის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (31). ის ერთი ბურთით უსწრებს კრისტიანუ რონალდუს. აქედან, რონალდუს ანგარიშზე 5 პენალტია, ხოლო მესის მხოლოდ ერთხელ აქვს მეტოქის კარი 11 მეტრიანიდან აღებული.
– ლეო მესისთვის გაკეთებულ საგოლე გადაცემებით ჩავიმ ოფიციალურად გადაუსწრო დანი ალვესს. ჩავის 15 ასისტი აქვს გაკეთებული, დანი ალვესს 14, ხოლო 12 ასისტით მესამე ადგილზე ანდრეს ინიესტაა.
– მესიმ ”ბეტისის” კარში სამი ბურთის შეგდება 29 წუთის განმავლობაში მოახერხა. თუმცა, მან ყველაზე სწრაფად ”არსენალის” კარის სამჯერ აღება მოასწო (21 წუთში).
– ის თამაშები, რომლებშიც მესი გოლის გატანას ახერხებს, ძირითადად ”ბარსელონას” გამარჯვებით მთავრდება. მან 106 ოფიციალურ მატჩში აიღო მეტოქის კარი, აქდან 94 კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა (89%), 11 ფრედ (10%), ხოლო 1 მარცხით (1%). ეს მოხდა 2009 წლის 1 მარტს, როდესაც ”ბარსამ” თამაში დათმო ”ვისენტე კალდერონზე”.
– ”კოპა დელ რეის” ისტორიაში მხოლოდ ცხრაჯერ მოახერხეს ”ბარსელონას” ჩემპიონატიდან გამოთიშვა იმ გუნდებმა, რომლებიც ”ლა ლიგაზე” დაბალ ლიგაში გამოდიოდნენ. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბოლოს სწორედ ”ბეტისმა” მოახერხა ეს (1994 წელს)