“ძალიან კარგად ვითამაშეთ და შესანიშნავ შედეგსაც მივაღწიეთ. 5:0 არ არის ადვილად მოსაგები, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, მეორე მატჩიც არის წინ. ისტორიას ბევრი სასწაული ახსოვს. მეორე მატჩსაც ასევე სერიოზულად უნდა მივუდგეთ და უნდა გავიმარჯვოთ. დიდი ნაბიჯი გადავდგით 1/2 ფინალისაკენ. ძალიან კარგი თამაში იყო სანახაობრივად, გულშემატკივარმა ნამდვილად არ ინანა. “ბეტისმა” ანგარიშისდა მიუხედავად ძალიან კარგად ითამაშა, მათ მომენტებიც ჰქონდათ. “ბეტისი” ნამდვილად კარგი გუნდია. დღეს გულშემატკივარმა იხილა ის, რის გამოც ისინი ჩვენ გვგულშემატკივრობენ”.
“მესი ჩემს გუნდში თამაშობს და ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მან ეს დღესაც თვალნათლივ დაანახა ყველას. სამეული “ბარსელონური” იყო ამიტომაც ჩვენ გვეამაყება ამის. მესი, ჩავი, ინიესტა საუკეთესოები არიან საუკეთესოთა შორის”.
მატჩის დამთავრების თანავე კლუბის პირველმა ვიცე – პრეზიდენტმა მცირე ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს: “ბეტისმა” ძალიან კარგად ითამაშა, არცთუ ადვილი იყო გამარჯვება, მაგრამ ყველაფერი ჩვენდა სასიხარულოდ კარგად დამთავრდა. მესისნაირი ფეხბურთელები ფეხბურთს სანახაობრივად უფრო ლამაზს ხდიან”.