მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პრანდელი თვლის, რომ “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” თანაბარი შანსები აქვთ

პრანდელი თვლის, რომ “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” თანაბარი შანსები აქვთ

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩზე საკუთარი აზრი დააფიქსირა, სადაც ერთმანეთს “იუვენტუსი” და “ბარსელონა” შეხვდებიან. მისი სიტყვებით, ტურინელებსა და კატალონიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსები აქვთ.

“რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ “იუვენტუსი” “ბარსელონასთან” მატჩში ფავორიტია. მე ვთვლი, რომ გუნდებს ნახევარფინალში გასვლის თანაბარი შანსები აქვთ.

კატალონიელებს უნდა აიძულო მოძრაობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მათთვის პრობლემების შექმნა. უმეტესწილად ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ინტენსიური იქნება “ბებერი ქალბატონის” თამაში.” – განაცხადა პრანდელიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში