workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინ კატალონიელმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთი 5– იანი შეასრულეს, გთავაზობთ ფეხბურთლთა მატჩის შემდგომ კომენტარებს. 

დანი ალვესი

“ჩვენ გვქონდა დიდი უპირატესობა, ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ. მაგრამ მეორე მატჩისთვისაც მობილიზება აუცილებელია. ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, ჩვენ გვქონდა უპირატესობა პირველი მატჩის სახლში გამართვა და ეს უპირატესობა გამოვიყენეთ. მესი ნამდვილი გენიოსია, იგი საუკეთესო ფეხბურთელია პლანეტაზე და ეს დღესაც დაამტკიცა”.

“რაც შეეხება ჩემს და პიკეს ურთიერთობას. სერიოზული არაფერი ყოფილა, გაზეთებმა ინტრიგის მიზნით ჩვენი ურთიერთობა გაამწვავეს, ჩვენ ყველაფერი გასახდელშივე მოვაგვარეთ.

ჩავი 

“იმისდა მიუხედავად, რომ 5 ბურთით გავიმარჯვეთ მინდა ვთქვა, რომ “ბეტისმა” შესანიშნავად ითამაშა. ამ გუნდმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით 1/2 ფინალისაკენ”.

“ჩვენ სამნი ერთნი ვართ, მე არაერთხელ განვაცხადე, რომ გამიხარდებოდა როგორც ჩემი ასევე ჩემი თანაგუნდელების წარმატება. ჩვენ სამნი ვიყავით ფინალში, ეს ძალიან შთამბეჭდავი და ისტორიული მომენტია.

პედრო

“კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულადაც გავიმაჯრვეთ. გახარებული ვარ ჩემი ბურთით, ძალიან ბევრი გოლი სწორედ დანი ალვესის დახმარებით გამაქვს, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. მინდა მივულოცო ლეო მესის საუკეთესო ფეხბურთელობა, ის მართლაც საუკეთესოა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში