მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იგუაინი: “იუვენტუსი” მზადაა”

იგუაინი: “იუვენტუსი” მზადაა”

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი მატჩის წინ, გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ “იუვენტუსი” 2-რაუნდიანი დაპირისპირებისთვის მზადაა.

“იქნება თუ არა ჩემთვის “ბარსელონასთან” მატჩებში დამატებითი მოტივაცია ის, რომ “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი ვარ? ყველამ იცის, თუ როგორ მიყვარს მადრიდული კლუბი, მაგრამ ამჟამად მე “იუვენტუსის” მოთამაშე ვარ.

ეს შეხვედრები ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან ძლიერი მეტოქის დამარცხების შანსი გვაქვს. ეს მომავალში თავდაჯერებულობას შეგვმატებს.

უკვე მრავალი წლის განმავლობაში “ბარსელონა” საკლუბო ფეხბურთის მწვერვალშია, მაგრამ ჩვენ მათთან დაპირისპირებისთვის მზად ვართ. გვჯერა საკუთარი ძალებისა და იმის, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია.”-განაცხადა იგუაინმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში