მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ტურინში ჩაფრინდა (ვიდეო)

“ბარსელონა” ტურინში ჩაფრინდა (ვიდეო)

“ბარსელონას” შემადგენლობა დღეს დილით იტალიაში გაემგზავრა და “იუვენტუსთან” დაპირისპირების დღეს, მატჩის დაწყებამდე, ტურინული კლუბის სტადიონზე ვარჯიშს ჩაატარებს.

ტურინში პრაქტიკულად მთელი შემადგენლობა ჩაფრინდა. ამ მატჩის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ლუის ენრიკემ გადაწყვიტა, რომ დისკვალიფიცრებული სერხიო ბუსკეტსი და ტრავმირებულები, არდა თურანი და ალეიშ ვიდალიც გამგზავრებულიყვნენ. სარეზერვო გუნდიდან ასტურიელმა სპეციალისტმა კარლეს ალენიასა და ალექს კარბონელს უხმო. ერთადერთი, ვინც კატალონიის დედაქალაქში დარჩა – რაფინიაა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ოპერაცია ჩაუტარეს.

პიემონტში ჩაფრენის შემდეგ ფეხბურთელები პირდაპირ სასტუმროში გადაიყვანეს, რათა დაესვენათ. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ხავიერ მასკერანო და ლუის ენრიკე წარსდგებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში