“ალავესის” მცველი, ტეო ერნანდესი, რომლის სატრანსფერო უფლებები მადრიდის “ატლეტიკოს” ეკუთვნის, “რეალისა” და “ბარსელონას” სამიზნე გახდა.
AS იტყობინება, რომ ორივე გუნდი პერსპექტიულ მოთამაშეს თითქმის ერთსა და იმავე პირობებს სთავაზობს.
“სამეფო კლუბმა” 19 წლის ფრანგთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია, მაგრამ ტეოს აგენტი კლიენტის “კამპ ნოუზე” გადაბარგებას უჭერს მხარს.


