“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩთან დაკავშირებით (“იუვენტუსი” – “ბარსელონა”) ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა.
“სამწუხაროდ, მატჩის ყურება სახლში მომიწევს, რადგან პსჟ ტურნირზე აღარ ასპარეზობს. არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მომდევნო ეტაპის საგზურს “იუვენტუსი” მოიპოვებს. ვფიქრობ იტალიურ გუნდს კარგი შანსი აქვს.”-განაცხადა ვერატიმ.
“იუვენტუსისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება 11 აპრილს გაიმართება. “პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კატალონიურ კლუბთან დამარცხდა, ანგარიშით 1:6.