დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ პიერ-ემერიკ ობამეიანგის გერმანული გუნდიდან სავარაუდო წასვლის შესახებ ისაუბრა.
“ვფიქრობ, ობამეიანგი აქ დარჩება, მაგრამ თუ “ბარსელონასა” და “რეალისგან” შემოთავაზებას მივიღებთ ალბათ ის წასვლაზე დაფიქრდება. სხვა დაინტერესებული კლუბი დიდი ალბათობით ემერიკისთვის ალტერნატიული ვარიანტი არ გახდება, განსაკუთრებით “ბაიერნი”.-განაცხადა ვაცკემ.
ესპანური მედია წერს, რომ ზაფხულში “ბარსელონაში” შემადგენლობის ცვლილება იგეგმება.



