სანდრო: “უნდა გვჯეროდეს, რომ “იუვენტუსი” ფავორიტია”

სანდრო: “უნდა გვჯეროდეს, რომ “იუვენტუსი” ფავორიტია”

“იუვენტუსის” მცველი, ალექს სანდრო მიიჩნევს, რომ ტურინულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “ბარსელონას” დამარცხება შეუძლია. ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ კატალონიელებთან მატჩისთვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზადყოფნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

“პირველ მატჩში გოლი უნდა გავიტანოთ და საკუთარ კარში არ უნდა გავუშვათ. ორი შეხვედრა გველის და ამისთვის შესაფერის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ.

უნდა გვჯეროდეს, რომ “იუვენტუსი” “ბარსელონასთან” ბრძოლაში ფავორიტია, რადგან შეგვიძლია მათი დამარცხება. ვფიქრობ, გუნდებს 1/2 ფინალში გასვლის თანაბარი შანსები აქვთ.”-განაცხადა სანდრომ

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია