მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბონუჩი: “ბარსელონა” ახლა ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც 2015 წელს იყო”

ბონუჩი: “ბარსელონა” ახლა ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც 2015 წელს იყო”

“იუვენტუსის” მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ ჟურნალისტებს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩთან დაკავშირებით მოლოდინი გაუზიარა. შეგახსენებთ, რომ “ბებერი ქალბატონი” “ბარსელონას” ხვალ დაუპირისპირდება.

“ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 2015 წელს, “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშის ბედნიერება, უფრო სწორად – უბედურება მქონდა. მაშინ 1:3 დავმარცხდით. ყველაფერი გავაკეთეთ “ბლაუგრანას” შესაჩერებლად, მაგრამ მათ ჰყავთ მესი, ნეიმარი და სუარესი, მოთამაშეები, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში შედიან.

ვფიქრობ, “ბარსელონა” ახლა ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც 2015 წელს იყო. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე ამჟამად, ყველაზე ძლიერი “ბაიერნია”.-განაცხადა ბონუჩიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში