“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ედმილსონმა ბრაზილიელი ფორვარდის, ნეიმარ და სილვას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ის დარწმუნებულია, რომ “სელესაოს” ლიდერს მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებენ, მაგრამ არ იცის როდის მოხდება ეს.
“ნეიმარი ბრაზილიური ფეხბურთის მოდელია. დასაწყისში, მისი “ბარსელონური” კარიერა ნელა ვითარდებოდა, რადგან გუნდში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობდა. მომავალში ის პროგრესირებას გააგრძელებს.
ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მაგრამ არ ვიცი როდის. ნებისმიერ შემთხვევაში, საჩქარო არაფერია.”-ამბობს ედმილსონი.



