მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საგრძნობლად შეცვლილი “იუვენტუსი” “ბარსელონას” წინააღმდეგ

საგრძნობლად შეცვლილი “იუვენტუსი” “ბარსელონას” წინააღმდეგ

“ბარსელონა” და “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს 2 წლის წინ, ბერლინში დაუპირისპირდნენ. ახლა ისინი ტურნირის 1/4 ფინალში მოსინჯავენ თავიანთ ძალებს.

ბევრმა ფეხბურთელმა, რომელიც ბერლინის ფინალში შავ-თეთრ მაისურში იყო გამოწყობილი, ტურინი დატოვა. 6 ივნისს გამართული მატჩის შემდეგ, “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” კვლავ მასიმილიანო ალეგრი და ლუის ენრიკე წვრთნიან, მაგრამ იმ დღეს, “ბებერი ქალბატონის” ძირითად შემადგენლობაში მყოფი 6 ფეხბურთელი წავიდა იტალიური გრანდიდან.

8 აპრილს, “ბარსელონას” წინააღმდეგ მოედანზე სულ სხვა ნახევარმცველები გამოვლენ. ანდრეა პირლო, პოგბა და არტურო ვიდალი წავიდნენ. იტალიელი ლეგენდა “ნიუ იორკ სიტის” შეუერთდა, პოგბა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა “მანჩესტერში” ტრანსფერით, ვიდალი კი ახლა “ბაიერნის” ღირსებას იცავს. 2015 წელს, წინა ხაზში კარლოს ტევესი და ალვარო მორატა იდგნენ. არგენტინელი მშობლიურ “ბოკა ხუნიორსს” დაუბრუნდა (ახლა ჩინეთში ასპარეზობს), ესპანელი ფორვარდი კი მადრიდის “რეალს”. პატრის ევრა საფრანგეთში გაემგზავრა “მარსელში” სათამაშოდ. 

ამავდროულად, “იუვენტუსმა” უამრავი მაღალი დონის პროფესიონალი გაიფორმა პიანიჩის, სამი ხედირას, ხუან კუადრადოს, პაულო დიბალას, მარიო მანჯუკიჩის, გონსალო იგუაინისა და “ბარსელონას” ფავორიტის, დანი ალვეშის სახით.

11 და 18 აპრილს, “ბარსელონა” საგრძნობლად შეცვლილ “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში