გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მარსელის” ნახევარმცველმა, ფლორიან ტოვენმა კარიერა, შესაძლოა, ესპანეთში გააგრძელოს.
90min იტყობინება, რომ ფლორიანით “ბარსელონა” ინტერესდება. კატალონიური კლუბი ფეხბურთელის ფორმით მოხიბლულია.
ამჟამად, ტოვენის სატრანსფერო უფლებებს “ნიუკასლი” ფლობს.
მიმდინარე სეზონში, “მარსელის” რიგებში ჩატარებულ 36 მატჩში, ტოვენმა 11 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


