“იუვენტუსის” ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა.
“ახლა შეგვიძლია “ბარსელონასთან” მატჩისთვის მოსამზადებელ პროცესზე მოვახდინოთ კონცენტრირება. გვექნება დასვენების დრო და შესაძლებლობა იმისა, რომ კატალონიურ კლუბთან გასამართ დაპირისპირებას საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ.
მძიმე მატჩი გველის ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. “ბარსელონა” და “იუვენტუსი” ერთმანეთს პატივს სცემენ.”-ამბობს იგუაინი.


