ლეო მესიმ მოიგო ”ოქროს ბურთი”, მიუხედავად იმისა, რომ მას ხმა არ მისცეს ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), კრისტიანუ რონალდუ (პორტუგალია), სამუელ ეტო’ო (კამერუნი) და იკერ კასილიასი (ესპანეთი). ჩამოთვლილ ფეხბურთელებიდან ყველას ჰქონდა ხმის მიცემის უფლება. გასათვალისწინებელია, რომ ის ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერი ეროვნული ნაკრების გუნდის კაპიტანი, მწვრთნელი თუ ჟურნალისტი მიანიჭებდა პირველ ადგილს, ავტომატურად 5 ქულის მფლობელი ხდებოდა, მეორე ადგილის შემთხვევაში 3 ქულის, ხოლო მესამე ადგილის შემთხვევაში ერთის.
სწორედ ეროვნული ნაკრების გუნდების კაპიტნებმა, მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა გამოავლინეს გამარჯვებულის ვინაობა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელებსა და კაპიტნებს არ ჰქონდათ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის უფლება. სხვათაშორის, გამარჯვებულის გამოვლენა ძველი წესებით რომ მომხდარიყო (მხოლოდ ჟურნალისტების ხმებით), მაშინ გამარჯვებული ვესლი სნეიდერი იქნებოდა, ხოლო დანარჩენი ხმები ინიესტასა და ჩავის სასარგებლოდ გადანაწილდებოდა.
თუ მხოლოდ პროფესიონალების (მწვრთნელებისა და კაპიტნების) ხმებს გავითვალისწინებდით, მაშინ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ახლა: პირველი ადგილის მფლობელი გახდებოდა ლეო მესი, მეორე ადგილის ინიესტა, ხოლო ჩავი მესამე პოზიციას დასჯერდებოდა.
მხოლოდ 9 კაპიტანმა არ დაუჭირა მხარი ”ბარსელონას” არცერთ ფეხბურთელს. დამატებით უნდა ითქვას, რომ არგენტინის კაპიტნის, ხავიერ მასკერანოსა და მწვრთნელის, სერხიო ბატისტას ხმები არ ჩაითვალა.
ყურადღება მიიქცია პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანის, კრისტიანუ რონალდუს არჩევანმა. მან პირველი ადგილი ჩავის მიანიჭა, მეორე კასილიასს და მესამე სნეიდერს. მადრიდის ”რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, იკერ კასილიასმა საუკეთესოდ თავისი ყოფილი თანაგუნდელი, არიენ რობენი დაასახელა, მეორე ადგილი მიანიჭა ასევე ყოფილ თანაგუნდელს, უესლი სნეიდერს და მესამე კრისტიანუ რონალდუს.
ვისენტე დელ ბოსკემ, რომელსაც არ ჰქონდა უფლება საუკეთესოდ თავისი ქვეყნის წარმომადგენელი დაესახელებია, პირველი ადგილი მესის მიანიჭა.
2010 წელს პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო ნამუშევარი გადაფარა მოურინიოსა და დელ ბოსკეს მიღწევებმა, მიუხედავად იმისა, რომ ”ბლაუგრანას” ხელმძღვანელი მსოფლიოს შვიდმა მწვრთნელმა და ხუთმა კაპიტანმა დაასახელეს საუკეთესოდ.
საინტერესო ფაქტები:
ფინეთის კაპიტანმა, სამი ჰიპიამ მხარი კარლეს პუიოლს დაუჭირა. ”ბარსელონას” კაპიტანის სასარგებლოდ მისცეს ხმები მავრიკის კუნძულების, ანგვილასა და მალტას ეროვნული გუნდების მწვრთნელებმა.
ტაილანდის კაპიტნის და მავრიკისა და მონღოლეთის მწვრთნელების აზრით საუკეთსო დავიდ ვილია იყო. დანი ალვესს მხოლოდ ბურუნდისა და კუბის კაპიტნების ხმები ხვდა წილად.
პეპ გვარდიოლა:
საინტერესოა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და სამუელ ეტო’ომ არამარტო მესისთვის ხმის მიცემისგან შეიკავეს თავი, არამედ მათ მხარი არც პეპ გვარდიოლას დაუჭირეს.
სრული სია, თუ როგორ გადანაწილდა ხმები შეგიძლიათ იხილოთ აქ: ფეხბურთელების და მწვრთნელების