მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 3:0 “სევილია”. ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

“ბარსელონა” 3:0 “სევილია”. ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

“სევილიასთან” გამართული მატჩის შემდეგ (3:0), “ბარსელონას” მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

“ყველამ დაინახა, თუ როგორ მოქმედებდა დღეს ინიესტა. მისი თამაშისა და გადაადგილების ხილვა საოცრად სასიამოვნო იყო. ანდრესი მხატვარია, გენია, რომელიც სპორტის უხეშ სახეობას ხელოვნებად აქცევს.

ვიცი, მას უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, მაგრამ მე მინდა, რომ ინიესტამ გაიგოს თუ რა ელოდებათ ასაკიან მოთამაშეებს ისეთ კლუბში, როგორიც “ბარსელონაა”.

სუარესს ერთი შეხებით სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეუძლია გატანა. ის უნიკალურია. ჩემთვის ლუისი თავის პოზიციაზე საუკეთესოა.

ჩემპიონატის მიწურულს სათანადო შემართებით უნდა ვითამაშოთ. ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგებას შევეცდებით.”-ამბობს ენრიკე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში