მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მანჩინი: “იუვენტუსს” “ბარსელონას” დამარცხება შეუძლია

მანჩინი: “იუვენტუსს” “ბარსელონას” დამარცხება შეუძლია

“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებაზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ “ბებერ ქალბატონს” კატალონიური კლუბის დამარცხება და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია.

“ყველა მატჩს საკუთარი ისტორია აქვს. არ ვფიქრობ, რომ “იუვენტუსი” “ბარსელონასთანაც” ისე ითამაშებს, როგორც “ნაპოლისთან”. ჩემი აზრით, გახსნილ დაპირისპირებას ვიხილავთ. “ბებერ ქალბატონს” “ბლაუგრანას” დამარცხება შეუძლია.”-ციტირებს მანჩინის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

პირველი მატჩი “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის 11 აპრილს, იტალიაში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 19 აპრილს, სტადიონ “კამპ ნოუზე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში