“ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა, ხოსე მარი ბაკერომ ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა შეცვალოს ლუის ენრიკე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
“აუცილებელი არაა ახალ მწვრთნელს “ბარსელონაში” მუშაობის პრაქტიკა ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დამხმარე ფაქტორია. მაგალითად, განვიხილოთ ზიდანისა და “რეალის” შემთხვევა. თუ კლუბში მაქსიმალურად მაღალ დონეზე გითამაშია და რთული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩენილხარ, მიღებული გამოცდილება მძიმე სიტუაციებში გეხმარება.”-ამბობს ბაკერო.
როგორც ჩანს, “ბარსელონას” ახალი თავკაცის ვინაობას ზაფხულში გავიგებთ.



