“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ კრიტიკა ტურინის “იუვენტუსის” მისამართით, მას აკვირვებს.
“იუვენტუსი” შესანიშნავი გუნდია და მე მაკვირვებს კრიტიკა მისი მისამართით. “ნაპოლისთან” მატჩში “ბებერმა ქალბატონმა” გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ტურინელებმა ბურთის გაკონტროლება ვერ შეძლეს. ნეაპოლური კლუბი ამ კომპონენტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
“იუვენტუსი” სერიოზული მეტოქეა, ოთხშაბათს მათ “ნაპოლისთან” მატჩი ელით, მაგრამ ჩვენთან დაპირისპირება განსხვავებული იქნება.
იტალიაში კრიტიკა უყვართ, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ “იუვენტუსმა” ნეაპოლში მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.”-თქვა ენრიკემ.


