”ბარსელონა” მეტია, ვიდრე უბრალოდ კლუბი და ამას ყოველთვის ამტკიცებენ მისი ფეხბურთელები. შეიძლება ვინემეს გული დაწყვეტოდა, რომ თვითონ ვერ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი, მაგრამ აქ ერთმანეთის წარმატება ყველას მთელი გულით უხარია. ლეო მესის უნდოდა მოგებული ოქროს ბურთი მეგობრებისთვის გაეზიარებინა და ამისთვის თვითმფრინავზე უკეთეს ადგილს ვერ შეარჩევდა. მაშინ, როდესაც ”ბარსელონას” დელეგაცია შინ ბრუნდებოდა თვითმფრინავში ყველა ულოცავდა ლეოს ამ დიდ წარმატებას, მათ შორის ჩავი და ინიესტა, რომლებსაც სახეზე წყენის ნიშანწყალიც არ ეტყობოდათ. ლეომ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: ” მინდა ოქროს ბურთი ამ ორ ადამიანს მივიძღვნა, ეს ნამდვილად დაიმსახურეს. ეს ყველაფერი მათთვისაა”. ჩავი და ინიესტა ამ სიტყვებს ღიმილით ისმენდნენ. შემდეგ ერთობლივი ფოტოს ჯერიც დადგა.
ვიდეო:
[media=http://www.youtube.com/watch?v=Bnh_MQLex3E]



