მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალკარასი: “დიდ გუნდთა მოთამაშეებს ყველაფრის უფლება აქვთ”

ალკარასი: “დიდ გუნდთა მოთამაშეებს ყველაფრის უფლება აქვთ”

“გრანადას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუკას ალკარასმა “ბარსელონას” ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი გააკრიტიკა, რომელმაც ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩის მსვლელობის დროს, ანდალუსიური გუნდის მოთამაშეს შეურაცხყოფა მიაყენა.

რაკიტიჩმა ანდრეას პერეირას შემდეგი სიტყვებით მიმართა: “სეგუნდაში გავარდებით მეძავის შვილო”. ეს ინციდენტი ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.

“ესპანური გრანდების მოთამაშეებს ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ. რაკიტიჩმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა, რის გამოც ბოდიში უნდა მოიხადოს. თუ დიდი გუნდის წევრი ასეთ რამეს აკეთებს, ყველა ემოციებსა და დიდ ზეწოლაზე საუბრობს.

თუ ამას პატარა გუნდის მოთამაშე აკეთებს, მას ეგრევე არცხვენენ.”-ციტირებს ალკარასს AS.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში