არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ანხელისი იმედოვნებს, რომ FIFA ლიონელ მესის მიმართ წაყენებულ სანქციას გადახედავს.
როგორც იცით, ეროვნული გუნდის კაპიტანი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, “ჩილესთან” მატჩის მსვლელობის დროს, მსაჯის მისამართით ნათქვამი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამასთანავე, ფორვარდს 10 ათასი შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუწევს.
“ვფიქრობ, FIFA მესისგან გარკვეულ ჟესტს ელოდება. ცუდი არ იქნება, თუ ლიონელი FIFA-ს ციურიხში ყველაფერს პირადად აუხსნის. ეს ეროვნული გუნდის კაპიტნის შესახებ სამშობლოშიც დადებითად იმეტყველებს.“-ამბობს ანხელისი.


