მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: “არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები”

ვალვერდე: “არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები”

“ატლეტიკის” თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების თაობაზე მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

წარსულში, კატალონიურმა კლუბმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბარსელონა” ესპანელ სპეციალისტთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

“ჯერ “ატლეტიკის” პრეზიდენტს დაველაპარაკები, შემდეგ კი ოფიციალურ ინფორმაციას მედიას გავანდობ. იქნება თუ არა ეს ჩემი ბოლო სეზონი ბასკური კლუბის სათავეში? შესაძლოა. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები.”-ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს გამოცემა Sport.

როგორც იცით, მიმდინარე სეზონის ბოლოს, ლუის ენრიკე “ბარსელონას” დატოვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში