“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “გრანადასთან” გამართული მატჩის შემდეგ (4:1), კომენტარი გააკეთა. ასტურიელი სპეციალისტი პაკო ალკასერით კმაყოფილია.
“ტიტულებს გუნდი იგებს. როგორ გავუმკლავდებით ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების არყოფნით გამოწვეულ დეფიციტს ჩვენზეა დამოკიდებული.
დღეს მე ალკასერით ამაყი ვარ. საქმისადმი დამოკიდებულების გამო მთელი სეზონის განმავლობაში ვაქებდი, რადგან ის ყოველთვის გუნდურად თამაშობს. პაკო შესანიშნავი იყო, მან 2 გოლში მიიღო მონაწილეობა. მუდმივად ქმნიდა სახიფათო მომენტს “გრანადას” კარში.
რაც შეეხება რაფინიას ტრავმას, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი სიახლეა. ალკანტარა გუნდისთვის დიდი დანაკარგია.”-ციტირებს ენრიკეს Marca.



