მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ყოფილი დირექტორი: “რეალმა” გოლი თამაშგარედან გაიტანა”

“ბარსას” ყოფილი დირექტორი: “რეალმა” გოლი თამაშგარედან გაიტანა”

“ბარსელონას” ყოფილი დირექტორი, ტონი ფრეიშა დარწმუნებულია, რომ მადრიდის “რეალმა” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურის მატჩში, “ალავესის” კარი წესების დარღვევით აიღო. ფრეიშა მიიჩნევს, რომ გოლის ავტორი, კარიმ ბენზემა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

“სამწუხაროა, რომ არბიტრებს ვიდეოგამეორების ტექნოლოგიის საშუალებით, მომენტის თავიდან ყურების საშუალება არ ჰქონდათ.“-წერს ფრეიშა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

“მატჩის კომენტატორს, beIN SPORTS-ზე მიაჩნია, რომ ეს თამაშგარეა.“-დაამატა “ბარსელონას” ყოფილმა დირექტორმა, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ ამ მომენტში წესები დაირღვა.

როგორც იცით, მსგავსი რამ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში არაერთხელ დაფიქსირდა. “რეალი” 68 ქულით პირველ ადგილს იკავებს. “ბარსელონას” ჯერ თავისი მატჩი არ ჩაუტარებია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში