“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველს, მარკო ვერატის სურვილი აქვს, რომ კარიერა კატალონიურ “ბარსელონაში” გააგრძელოს. ამ ინფორმაციას Don Balon ავრცელებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 24 წლის ფეხბურთელის მომსახურებით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი” ინტერესდებიან. თუმცა, თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება არა ინგლისში, არამედ ესპანურ პრიმერაში სურს. კერძოდ, იტალიელმა განაცხადა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში თამაშს ისურვებდა.
მიმდინარე სეზონში, ვერატიმ პსჟ-ს მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 6 შედეგიანი გადაცემა.



