ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი ერნან კრესპო “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასამართ დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ფავორიტად კატალონიურ კლუბს მიიჩნევს.
“თუ მკითხავენ, ვინ გავა მომდევნო ეტაპზე იმ პირობებში, თუ ორივე გუნდი შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოავლენს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვუპასუხებ – “ბარსელონა”.
თუმცა, ფეხბურთში ძნელია შენი პოტენციალი სრულად გამოავლინო, განსაკუთრებით ზედიზედ ორ მატჩში. ვფიქრობ, “იუვენტუსს” იმედი უნდა ჰქონდეს, რომ “ბარსა” შესაძლებლობების 80-90%-ს გამოავლენს. ასეთ შემთხვევაში, ეს დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება.
რა უნდა გააკეთოს ალეგრიმ? მას ჩემი რჩევები არ ჭირდება. მან ისედაც ყველაფერი კარგად იცის.
დიბალა და იგუაინი ფენომენალური ფეხბურთელები არიან, მაგრამ ისინი მესის, სუარესსა და ნეიმარს ვერ შეედრებიან.” – ციტირებს კრესპოს სიტყვებს Il Bianconero.


