FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ “ბარსელონასა” და “რეალის” ლიდერებზე, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და ისინი ერთმანეთს შეადარა.
“მესი თუ რონალდუ? ერთ წელს ერთია უკეთესი, მეორე წელს – მეორე. ამჟამად, FIFA-ს მიერ ოფიციალურად საუკეთესოდ რონალდუა აღიარებული.
ვფიქრობ, მესისა და რონალდუს შორის დიდი სხვაობაა. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი აქვთ. საუბარი ორ დიდებულ ფეხბურთელზე გვაქვს.” – განაცხადა FIFA-ს პრეზიდენტმა.


