“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი, მალელი ვეტერანი სეიდუ კეიტა კატალონიური გუნდის მიერ “პარი სენ ჟერმენის” დამარცხებასა და ლუის ენრიკეს გუნდის საამსეზონო ასპარეზობაზე საუბრობს.
“ქამბექი უცნაური იყო, თუმცა “ბარსას” გამო ბედნიერი ვარ. ახლა, გუნდმა წინსვლა უნდა განაგრძოს და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლოს.
ყველა ამბობდა, რომ ეს რთული იქნებოდა, პირველ რიგში – მე. თუ რომელიმე გუნდს ამის გაკეთება შეეძლო, ეს “ბარსელონაა”. ეს დაუჯერებელი იყო.
როდესაც ანგარიში 3:1 გახდა, ვიფიქრე, რომ ყველაფერი მორჩა და სხვა არხზე გადავრთე. მე-5 გოლის შემდეგ კი ვიფიქრე, რომ ეს შესაძლებელი იყო.
“ბარსელონა” მიმდინარე სეზონში? რთულია, ყოველთვის უმაღლეს დონეზე ითამაშო. ისინი ადამიანები არიან. მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ მოგებული – მესი, ინიესტა, ბუსკეტსი.
ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც სხეული თავს კარგად აღარ გრძნობს. თუმცა, “ბარსელონა” კვლავ “ბარსელონაა”. – ციტირებს კეიტას სიტყვებს RAC1.



