“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენას შეეცდება, იტყობინება Sport.es.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, სეზონის დასრულების შემდეგ “წითელი ეშმაკები” მზად არიან 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ, რომელიც 200 მილიონ ევროს შეადგენს.
ინგლისური კლუბი მზადაა თავად ნეიმარს გადასახადების გამოქვითვის შემდეგ სეზონში 25 მილიონი გადაუხადოს, რაც მის ამჟამინდელ ხელფასს ორჯერ აღემატება.
გასული წლის ოქტომბერში ბრაზილიელმა “ბარსელონასთან” 2021 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.



