მადრიდის “რეალი” აპირებს, რომ ისკო ალარკონთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
Marca-ს ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” 24 წლის ესპანელს ახალ 6 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომელიც 2024 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.
ახალი გარიგების პირობებით, ფეხბურთელის ხელფასი, შესაძლოა, 6 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი მადრიდელებთან 2018 წლამდეა გათვლილი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” ისკოთი ძალიან დაინტერესდა და მას ბონუსის სახით 20 მილიონი ევრო შეთავაზა, თუ ის 2018 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით “ბარსელონაში” გადავა.


