“ბარსელონამ” ვალვერდესთან მოლაპარაკებები უარყო

“ბარსელონამ” ვალვერდესთან მოლაპარაკებები უარყო

“ბარსელონამ” ოფიციალურად უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კატალონიელები “ატლეტიკის” მთავარ მწვრთნელთან, ერნესტო ვალვერდოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

ასევე კლუბში უარყოფენ, რომ კატალონიელთა მდივანი, რობერტ ფერნანდესი ბოლო დღეებში ვალვერდეს დაუკავშირდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერნესტო ვალვერდე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო მთავარი მწვრთნელის პოსტზე. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკე “ბარსელონას” დატოვებს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი