“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ “რეალის” ნახევარმცველი, ისკო შეაქო. ინიესტა დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელს ბრწყინვალე მომავალი ელის.
“ისკო ფანტასტიურ ფეხბურთელად მეჩვენება. ის უკვე არა ერთი წელია თავის სათამაშო ხარისხს აჩვენებს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ფერებს იცავს. ისკო უდიდეს ტალანტს ფლობს, ის ძალიან მნიშვნელოვანია “რეალისა” და ესპანეთის ნაკრებისთვის. გარდა ამისა, წინ მას მრავალი წელი აქვს იმისთვის, რომ პროგრესი განიცადოს.” – ციტირებს ინიესტას AS.


