“ბარსელონას” ნახევარმცველმა, არდა თურანმა ლონდონის “არსენალის” მხრიდან ინტერესზე კომენტარი გააკეთა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მეთოფეები” მზად არიან თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
“თუ ჭორებით ვიმსჯელებთ, მე არამხოლოდ ჩინეთში მიწვევენ, მაგრამ “ბარსელონაში” ბედნიერი ვარ და ჩემი კონტრაქტის შესრულება მსურს.” – განაცხადა თურანმა.



