მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ისკო “ბარსელონაში” გადასვლას არ გამორიცხავს

ისკო “ბარსელონაში” გადასვლას არ გამორიცხავს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, ისკო “ბარსელონაში” გადასვლას არ გამორიცხავს, იტყობინება Mundo Deportivo.

ამ შემთხვევაში, ესპანელი ფეხბურთელი ამჯობინებს მოვლენებს წინ არ გაუსწროს. მას სურს გაიგოს, თუ როგორი გეგმები აკავშირებს მასთან “სამეფო კლუბის” მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, რის შემდეგაც უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ” ისკოს 20 მილიონი ევრო შეთავაზა, თუ ის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებს 2018 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეავსებს. ამჟამინდელი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ესპანელი კატალონიურ კლუბში გადასვლას ვერ შეძლებს, რადგან “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა თავისი ფეხბურთელების “ბარსელონაში” ტრანსფერს ვეტო დაადო, სხვა ნებისმიერი კლუბის წინადადების მოსასმენად კი მზადაა.

მიმდინარე სეზონში, ისკომ პრიმერაში 22 მატჩი ჩაატარა, ძირითადი შემადგენლობიდან თამაში კი 13 შეხვედრაში დაიწყო. გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 4 შედეგიანი გადაცემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში