“სევილიას” ნახევარმცველმა, ვიტოლომ ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ მისით “ბარსელონა” დაინტერესდა.
“ვინ არ ისურვებდა გრანდში თამაშს? ეს შესანიშნავი იქნებოდა. ასეთ საკითხებს ყოველთვის ბევრი სახელი უკავშირდება და არ იცი, საბოლოოდ რა მოხდება. მშვიდად ვარ, რადგან “სევილიაში” თავს კომფორტულად ვგრძნობ. კლუბი კარგად მეპყრობა.”-ამბობს ვიტოლო.
ვიტოლომ ლა ლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.