მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: “უნსუე ან ვალვერდე “ბარსელონაში”? მე არავინ მეკითხება”

ბუსკეტსი: “უნსუე ან ვალვერდე “ბარსელონაში”? მე არავინ მეკითხება”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა აღნიშნა, რომ ლუის ენრიკეს დამხმარე, ხუან კარლოს უნსუე კლუბსა და მის ფილოსოფიას კარგად იცნობს. ასევე ესპანელმა “ატლეტიკის” მწვრთნელზე, ერნესტო ვალვერდეზეც გააკეთა კომენტარი.

“ვინ არის უკეთესი “ბარსელონას” ხელმძღვანელად – უნსუე თუ ვალვერდე? მე არავინ მეკითხება. ერნესტოს არ ვიცნობ, მაგრამ მას ვაფასებ, რადგან ის არის იმ კლუბის მწვრთნელი, რომელიც ყველანაირ პატივისცემას იმსახურებს. უნსუეს კი ჩვენ ვიცნობთ და ვიცით, რომ მან რამდენიმე გუნდში იმუშავა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ესპანური ფეხბურთის ელიტურ სიაში არ შედიან. უნსუე “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანი იყო და კლუბს კარგად იცნობს.” – ციტირებს ბუსკეტსს Marca.

უნსუე 2010/11 სეზონში “ნუმანსიას”, ხოლო 2012 წელს სანტანდერის “რასინგს” წვრთნიდა. შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში