workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობამ მესის შესაძენად ფული გამოყო

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობამ მესის შესაძენად ფული გამოყო

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობამ საზაფხულო ტრანსფერებისთვის 230 მილიონი ევრო გამოყო, იტყობინება Sunday Express.

გარდა ამისა, “სიტი” რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს და მიღებულ თანხასაც ასევე ახალი ფეხბურთელების შესაძენად დახარჯავს. კლუბის მთავარი სატრანსფერო მიზანი “ბარსელონას” თავდამსხმელი, ლიონელ მესი გახდება.

არგენტინელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი დღემდე არ გაუხანგრძლივებია. მესის უფრო მაღალი ხელფასი სურს და “ბარსელონა” მზადაა მისი პირობები მიიღოს, თუმცა კონტრაქტი ჯერ-ჯერობით არ გაფორმებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამის განხილვა ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში დაიწყო.

“მანჩესტერ სიტი” პრე-სეზონში სერხიო აგუეროს გაშვებას აპირებს, რომელმაც ჟესუსის მისვლის შემდეგ ძირითადში ადგილი დაკარგა და შემადგენლობაში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო. მესის მისვლით, “ქალაქელთა” ხელმძღვანელი, ხოსეპ გვარდიოლა გუნდის თამაშის გადაწყობას ისე შეძლებს, რომ ჟესუსის და აგუეროს არყოფნა არ აისახება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward