მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 4:2 “ვალენსია”. ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

“ბარსელონა” 4:2 “ვალენსია”. ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “ვალენსიასთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ძალიან კარგად ვითამაშეთ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მუდამ თავს იცავს. ბევრი მომენტი გვქონდა. სტუმრებმა დაუმსახურებლად გახსნეს ანგარიში. ასეთ მომენტებში ყოველთვის იქმნება პრობლემა. წონასწორობის აღდგენისთვის მოთმინება გვჭირდებოდა. ბოლო წუთამდე მატჩის ბედი კითხივს ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ საბოლოოდ შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ.

ზოგჯერ, ჩვენ თამაშში დისბალანსი აღინიშნება, მაგრამ ეს ნორმალურია. პოზიციების სწორად შერჩევით, ორგანიზებული თამაშითა და პრესინგით მის მაქსიმალურად შემცირებას ვცდილობთ.

არ ვფიქრობ, რომ “კლასიკო” (23 აპრილი) ჩემპიონატის ბედს გადაწყვეტს. წინ კიდევ ბევრი მატჩია. ყველა შეხვედრის მოგება რთულია, ეს თითქმის შეუძლებელია.”-ამბობს ენრიკე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში