ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურის მატჩში, “ბარსელონამ” “ვალენსია” 4:2 დაამარცხა და მადრიდის “რეალთან” სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. გთავაზობთ “კამპ ნოუზე” გამართული შეხვედრის საინტერესო ფაქტებს.
– მესიმ “ბარსელონას” შემადგენლობაში მე-100 დუბლი გაიფორმა.
– “ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში ლა ლიგის გუნდებს შორის ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა (13).
– მესი პირველი ფეხბურთელი გახდა პრიმერადან, რომელმაც ზედიზედ 8 სეზონში მინიმუმ 40 გოლი გაიტანა (41).
– “ბარსელონამ” უმტიტისთან ერთად ლა ლიგაში გამართული ყველა შეხვედრა მოიგო (17).
– ლუის სუარესს “ვალენსიას” კარში 7 მატჩში 8 გოლი აქვს.
– მესის დიეგო ალვესის კარში ლა ლიგის მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი პენალტი აქვს გატანილი.
– მიმდინარე სეზონში ნეიმარის ანგარიშზე 19 საგოლე პასია და ამ მაჩვენებელით ის საუკეთესოა ევროპაში.
– მიმდინარე სეზონში მუნირ ელ ჰადადი ერთადერთი ფეხბურთელია ლა ლიგიდან, რომელმაც “ბარსელონას” ორ სხვადასხვა მატჩში გაუტანა.
– მიმდინარე სეზონში ელიაკიმ მანგალა მესამეა, ვინც ერთ მატჩში გოლი გაიტანა და შემდეგ მოედანი დატოვა (იგულისხმება გაძევება).
– ლიონელ მესიმ ლა ლიგაში 5 ყვითელ ბარათზე მეტი მხოლოდ 2011/12 წლების სეზონში მიიღო (6).
– ანდრე გომეში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელია დეკოს შემდეგ (2007 წელი, “ატლეტიკო”), რომელმაც “ბარსელონას” მაისურით გოლი გაიტანა ლა ლიგაში.