ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურის მატჩის წინ, კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
დღევანდელი მატჩი
“ვალენსიას” წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი ყოველთვის გვიქმნიან პრობლემას. მიუხედავად მათი პოზიციისა სატურნირო ცხრილში, “ღამურებს” მაღალი კლასის მოთამაშეებით აღსავსე შემადგენლობა ჰყავთ. ეს მძიმე მეტოქეა.”
ტიტულებისთვის ბრძოლა
“ყველაფერი ბოლო კვირებში გადაწყდება, რადგან ეს უმთავრესი ნაწილია. ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდებს რთული კალენდარი აქვთ. ჩვეულებრივ, ტურნირის აუტსაიდერები სეზონის მიწურულს ბევრ ქულას აგროვებენ.”
წილისყრის შესახებ
“1/4 ფინალში ნაკლებად ცნობილი გუნდი იშვიათად გვხვდება. თითოეული ჩვენგანი ბერლინში გამართულ ფინალზე ფიქრობს, “იუვენტუსის” წინააღმდეგ. მათ ბევრი ცვლილება განახორციელეს. მიუხედავად ამისა, ისინი ოპონენტებში შიშს კვლავ აღძრავენ.”
ინიესტას შესახებ
“ვფიქრობ, სეზონის დასაწყისში ინიესტას საუკეთესო ვერსიას ვხედავდით. ამის შემდეგ მან 2 უსიამოვნო ტრავმა მიიღო… ვცდილობთ სიფრთხილე შევინარჩუნოთ, როგორც ყოველთვის. მას შეუძლია ითამაშოს ცოტა ხნით.”
როტაცია
“ყველა მოთამაშეზე ვამყარებ იმედს.”
“ბარსელონა” და “ვალენსია” ერთმანეთს დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდებიან.



