“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე გუნდის კაპიტნის, ანდრეს ინიესტას ახალი კონტრაქტის საკითხს გამოეხმაურა.
“ვფიქრობ, სეზონის სტარტზე ჩვენ ინიესტას საუკეთესო მაგალითის მოწმეები ვიყავით, მაგრამ შემდეგ მან ორი მძიმე ტრავმა მიიღო.
ახლა ის თანდათან უბრუნდება ძველ ფორმას, მას გუნდისთვის ბევრის მიცემა შეუძლია.
უნდა გვჯეროდეს იმის, თუ რასაც ამბობს ინიესტა. კარიერის ბოლოს შენ ორი ვარიანტი გაქვს: ან უნდა დაასრულო ის “ბარსელონაში”, ან რაიმე ახალი ეცადო, როგორც ჩავი მოიქცა.
მაგრამ გადაწყვეტილებას თავად ანდრესი მიიღებს.” – განაცხადა ენრიკემ.
ადრე ცნობილი გახდა, რომ ინიესტამ “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი პრაქტიკულად შეათანხმა, თუმცა სხვა წყარომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი და კაპიტანი ფინანსურ საკითხზე ვერ თანხმდებიან.



