დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელმაც “ბარსელონას” მეტოქედ ტურინის “იუვენტუსი” არგუნა.
პირველი მატჩი იტალიაში შედგება, 11 აპრილს. განმეორებით შეხვედრას კი, 19 აპრილს, კატალონიური კლუბის საშინაო არენა უმასპინძლებს.
ბოლო დაპირისპირება “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა, სადაც კატალონიურმა კლუბმა 3:1 გაიმარჯვა.



