მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” დი მარიათი დაინტერესდა

“ბარსელონა” დი მარიათი დაინტერესდა

Mundo Deportivo იტყობინება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ანხელ დი მარია ზაფხულში შესაძლოა, ესპანეთში დაბრუნდეს.

წყაროს თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელით “ბარსელონაა” დაინტერესებული, რომელსაც მისი გაფორმება ჯერ კიდევ 2015 წელს სურდა. მაშინ დი მარიამ არჩევანი პსჟ-ს სასარგებლოდ გააკეთა.

მიმდინარე სეზონში ანხელის ანგარიშზე 9 გოლია. უნდა აღინიშნოს, რომ პსჟ-სა და “ბარსელონას” პირველ მატჩში (0:4), დი მარიამ კატალონიური კლუბის კარში დუბლი გაიფორმა. ადრე ის მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში