ლეგენდარულმა რეი ალენმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გაიგო “ბარსელონას” ლიდერის, ლიონელ მესის შესახებ, რომელსაც საოცარი ფეხბურთელი უწოდა. კალათბურთელმა აღნიშნა, რომ ეს თავისი ვაჟების დამსახურებაა.
“6-7 წლის ასაკში ჩემი ვაჟები ფეხურთს თამაშობდნენ. ისინი გამუდმებით მესიზე საუბრობენ.
სამი წლის წინ, Youtube-ში ვნახე ლიონელის რამდენიმე გამორჩეული კომბინაცია. ამის შემდეგ შვილებს ვუთხარი, რომ ის საოცარი მოთამაშეა. იცით, თუ რამდენად სწრაფია მესი მოედანზე.
მისი სიჩქარე, ბურთთან მუშაობის უნარი და სხვა შესაძლებლობები უბრალოდ შეუდარებელია.”-ციტირებს ალენის სიტყვებს Mundo Deportivo.
“მაიამი ჰიტის” გარდა თავის დროზე ალენი “ბოსტონ სელტიკსისა” ბაქსის” ღირსებას იცავდა.