მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიბალა: “გადამწყვეტ მატჩში “ბარსასთან” დაპირისპირება მსურს”

დიბალა: “გადამწყვეტ მატჩში “ბარსასთან” დაპირისპირება მსურს”

“იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, მიიჩნევს რომ ტურინულ კლუბს ყველა ტიტულის მოგება შეუძლია.

“იტალიის ჩემპიონატის ლიდერები ვართ, თასის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ. ვფიქრობ სამივე ტურნირის მოგება შეგვიძლია.

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ბევრი ძლიერი გუნდია, მაგრამ კლასი გვაქვს და ვიცით გამარჯვების გემო. ვისთან დაპირისპირება მსურს 1/4 ფინალში? ორი წლის წინ აქ არ ვიყავი, მაგრამ მინდა “იუვენტუსი” გადამწყვეტ მატჩში “ბარსელონას” შეხვდეს.”-ამბობს დიბალა.

როგორც იცით, 2014/15 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონამ” “იუვენტუსი” 3:1 დაამარცხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში