საფეხბურთო პორტალი Euro Football “ოქროს ბუცის” განახლებულ რეიტინგს წარმოგვიდგენს. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩში, “დეპორტივოს” წინააღმდეგ (1:2), გოლის გატანა ვერ შეძლო, ის მაინც პირველ ადგილს იკავებს.
რეიტინგის საუკეთესო ხუთეული:
1. ლიონელ მესი – 23 გოლი, 46 ქულა.
2. ანდრეა ბელოტი, ობამეიანგი, ბას დოსტი – 22 გოლი, 44 ქულა.
3. რობერტ ლევანდოვსკი – 21 გოლი, 42 ქულა.
4. ედინსონ კავანი – 27 გოლი, 40.5 ქულა.
5. მაურო იკარდი, ლუის სუარესი, ედინ ჯეკო, 20 გოლი, 40 ქულა.